თეატრის ისტორია

 სსიპ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი ,,თეთრი ტალღა“ შეიქმნა ქ. სოხუმში 1990 წელს და პირველი სპექტაკლი - იოზეფ კალაბის საბავშვო ზღაპარი ,,ჩვენი ეზო“  გამართა სოხუმის თეატრის დიდ სცენაზე 1991 წლის 10 მაისს.

1992-1993 წლებში სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი აღმოჩნდა დევნილი თავის ქვეყანაში. ამ პერიოდში თეატრს ხელმძღვანელობდა საქართველოს სახალხო არტისტი და თეატრის დამფუძნებელი გიორგი რატიანი, რომლის დამსახურებითაც თეატრმა დაძლია ურთულესი ფსიქოლოგიური, ფინანსურ-ორგანიზაციული პრობლემები და შემოქმედებით ცხოვრებას დაუბრუნდა.

2023 წელს თეატრს მიენიჭა მისი დამფუძნებლის გიორგი რატიანის სახელი. 

Comments

Popular posts from this blog

🎭 პ რ ე მ ი ე რ ა

🎭 მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი

🎭 ბრემენელი მუსიკოსები